კასპერ შმეიხელი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში განაგრძობს. დანიის ეროვნული ნაკრების მეკარე „ლესტერიდან“ „ნიცაში“ გადავიდა და ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „ლესტერმა“ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
შმეიხელი „ლესტერში“ 2011-2022 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 478 მატჩში 596 გოლი გაუშვა, ხოლო 147 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
მან „ლესტერთან“ ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა (2015-2016), ასოციაციის თასი (2020-2021) და სუპერთასი (2021) მოიგო. შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ დაასახელეს. ის მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე და ევრო-2020-ზე დანიის ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე იყო.





