ესპანეთის „ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს მორიგი სპარინგი რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ „კასტელონთან“ ჩაატარა და 0;1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თამაშში 65-ე წუთზე ჩართო.
„კასტელონმა“ ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გაიტანა, რომლის ავტორი კონეა. „ვალენსია“ მოსამზადებელ პერიოდში ბოლო საკონტროლო შეხვედრას 6 აგვისტოს იტალიის „ატალანტასთან“ გამართავს, ხოლო 14 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში „ჟირონას“ მიიღებს.





