კვარაცხელიას კიდევ ერთი გოლი „ნაპოლის“ შემადგენლობაში

0
20

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის „ნაპოლის“ შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებულ „ჟირონას“ უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 24-ე წუთზე ტრავმირებული პოლიტანოს მაგივრად ჩაერთო.
„ნაპოლი“ 27-ე წუტზე ჟირონელი ლოპესის ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდა. 56-ე წუთზე ესპანელებიდან ანგარიში კასტელანოსმა გაათანაბრა. 77-ე წუთზე ნეაპოლელები პეტანიამ დააწინაურა.
79-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და როდესაც თანაგუნდელს პასი გაუკეთა, ესპანელმა ფეხბურთელმა ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ქართველმა თერთმეტმეტრიანი თავად ზუსტად შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ხვიჩას, რომელმა თავისი გუნდის შეტევა დაიწყო და „ჟირონას“ საჯარიმოში უბურთოდ გახსნას ცდილობდა, მოწინააღმდეგემ სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის შემდეგ შეცვალეს. მან “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ 5 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.
„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ თამაშს 6 აგვისტოს ესპანიოლთან ჩაატარებს.