“ტორპედომ” პორტუგალიელი მცველი დაიმატა

0
29

ქუთაისის “ტორპედომ” პორტუგალიელი მცველი პედრო მონტეირო დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 28 წლის ფეხბურთელმა ქუთაისელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მან გასული სეზონი “აკადემიკა ვიზეუში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში პორტუგალიის რაინგით მეორე ლიგაში 31-ჯერ ითამაშა.
“აკადემიკა ვიზეუს” გარდა, პედრო მონტეირო პორტუგალიაში “ფრეამუნდეში”, “ბრაგაში”,  “პასუშ ფერეირაში”, “ეშტორილში”, “ლეიშოეშში” და “ფეირენსეში” გამოდიოდა. ის ასევე  “აპოლონში” ასპარეზობდა, რომელთავ ერთად 2015-2016 წლების სეზონში კვიპროსის თასი მოიგო.