რემზი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
27

აარონ რემზი კარიერას საფრანეგთის ლიგა 1-ში განაგრძობს. უელსის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი „ნიცასთან“ გააფორმა. მანამდე, მან კონტრაქტი ტურინის „იუვენტუსთან“ გაწყვიტა.
რემზი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 70 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „გლაზგო რეინჯერსში“ გაატარა, რომელთან ერთად ჩემპიონტა ლიგის ფინალში გავიდა და „აინტრახტთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. სხვათა შორის, უელსელი გლაზგოელებიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.