პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, პორტუგალიელი პედრუ მარტინში ესპანელმა კარლოს კორბერანმა შეცვალა.
39 წლის კორბერანი 2020-2022 წლებში ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰადერსფილდს“ ავარჯიშებდა.
52 წლის მარტინში „ოლიმპიაკოსს“ 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა და 3-ჯერ საბერძნეთის სუპერლიგა მოაგებინა, ხოლო ერთხელ – თასი.





