კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიამ“ თავდამსხმელი მელქისედეკ ცვოლე დაიმატა.
სამხრეთ აფრიკელი 2019 წლიდან ზუგდიდის „დინამოში“ გამოდიოდა, რომელიც წელს სეზონის მსვლელობისას ფეხბურთის ფედერაციამ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო მოკვეთა.
22 წლის ცვოლემ ამ სეზონში ზუგდიდელთა რიგებში 12 მატჩი ჩაარა და 5 გოლი გაიტანა.





