კვარაცხელიას სასტარტო და ფრე „მალიორკასთან“

0
64

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. ნეაპოლელებმა, რომლებიც იტალიის სერია A-ში ახალი სეზონის სტარტისთვის ემზადებიან, ამხანაგური მატჩი „მალიორკასთან“ ჩაატარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მოედანზე 72-ე წუთი გაატარა, მაგრამ ამჯერად გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამორჩეულა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, როდესაც ოსიმჰენმა პენალტი გამოიყენა. ესპანელებიდან საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე რაილომ გაიტანა.
„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ ჩაატარებს.