თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთის ოლმალიქის აგმკ-ში განაგრძობს. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ის აგმკ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
პაპავამდე ოლმაქლიქელთა რიგებში სამ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია – შოთა გრიგალაშვილს (2017 წელი, 17 მატჩში 1 გოლი), ელგუჯა გრიგალაშვილს (2019-202, 54 მატჩში 14 გოლი) და მათე ვაწაძეს (2020, 21 მატჩში 7 გოლი).





