„მერანი“ ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

0
78

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანს“ ვარლამ კილასონია გაწვრთნის, რის შესახებ ამ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
54 წლის სპეციალისტი ბოლოს ბოლნისის „სიონში“ მუშაობდა, რომელიც შარშან ივნისში დატოვა.
ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე რუსთავის „ოლიმპს“, რუსთავის „მეტალურგს“ და „რუსთავს“ ავარჯიშებდა.
„მერანი“ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ქობულეთის „შუქურას“ 10 ქულით ჩამორჩება.