გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე „ვალენსიაში“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. იტალიელი ჯენარო გატუზოს გაწვრთნილები სტუმრად ინგლისის „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდნენ, რომელიც პრემიერ ლიგაში 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მას გოლი არ გაუშვია. „ვალენსიამ“ ანგარიში 43-ე წუთზე კარლო სოლერის დარტყმის შემდეგ გახსნა. „ნოტინგემიდან“ 83-ე წუთზე თავი ჯონსონმა გამოიჩინა.





