თბილისის “დინამო” კლუბის აწ უკვე ყოფილ კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
გიორგი პაპავა: “დინამო” ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ დინამოს გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა “დინამოს”. გარკვეული პერიოდი ჩემს “დინამოურ” კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან “დინამო” უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია”.
გიორგი პაპავა თბილისის “დინამო”აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი, იგი გუნდის კაპიტანი იყპ. გამოცდილმა ნახევარმცველმა “დინამოს” მაისურით 182 შეხვედრა ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაპავა “ლურჯ-თეთრი” ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი – ერთხელ.