„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა. სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონი 25-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა „განგვონს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგნელობაში არ იყო და თამაშში 27-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ.
„ულსანს“ 50 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც „ჩონბუკში“ გადავიდა, ჯერჯერობით სამხრეთ კორეის ჩემპიონატში არ უთამაშია. მისმა გუნდმა შინ „ჩეჯუ“ 1:0 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული გუნდის შუახაზელი განაცხადში არ იყო. „ჩეჯუ“ 34 ქულით მეოთხეა.





