„მილანი“ ბელგიის „ბრიუგედან“ ნახევარმცველ შარლ დე კეტელაარს ყიდულობს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბები 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და „როსონერი“ ახალგაზრდა ბელგიელის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაიხდის. კიდევ სამ მილიონ ბელგიელები ბონუსის სახით მიიღებენ თუ დე კეტელაარი ახალ კლუბში გაცემულ ავანსს გაამართლებს.
ბელგიელი იტალიის სერია A-ს მოქმედ გამარჯვებულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 2,3 მილიონი ევრო იქნება.
დე კეტელაარი „ბრიუგეს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 120 მატჩში 26 გოლი გაიტანა.




