გაგნიძის მორიგი მატჩი რუსეთში და ღონღაძის გოლი

0
25

ლუკა გაგნიძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. მე-3 ტურში მოსკოვის „დინამო“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად ვორონეჟის „ფაკელს“ დაუზავდა – 3:3.
19 წლის გაგნიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 39-ე წუთზე ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებში ერთი გოლი 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ღონღაძემ გაიტანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. „ფაკელში“ ასევე კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, 32 წლის ნახევარმცველმა ირაკლი კვეკვესკირმა ითამაშა. მოსკოველები 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან.