„ტორპედომ“ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

0
19

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო სპარინგი თურქეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „ერზრუმსფორთან“ გამართა და 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში ქუთაისელებიდან ერთადერთი გოლი ტაბატაძის პასის შემდეგ ქიმაძემ გაიტანა.
მანამდე, „ტორპედო“ „რიზესფორთან“ 2:3 დამარცხდა, „უმრანიესფორს“ 3:0 მოუგო, ხოლო „გირესუნსფორთან“ 0:0 ითამაშა.