გუგეშაშვილი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

0
54

აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
აზერბაიჯანულმა გუნდმა პირველ მატჩში შვეიცარიის „ციურიხი“, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, შინ 3:2 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა ფრედ დაასრულა და მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
შვეიცარიაში ჩატარებულ პირველ მატჩში ანგარიში მედვედევის ავტოგოლით გაიხსნა. 56-ე წუთზე საპასუხო ბურთი კადუმ გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ციურიხი“ სანტინიმ დააწინაურა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა. 98-ე წუთზე „ყარაბაღიდან“ თავი ოვუსუმ გამოიჩინა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
გუგეშაშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია, ისევე როგორც გოგიას.