მადრიდის „ატლეტიკომ“ „უდინეზედან“ მცველი ნაულ მოლინა შეიძინა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ატლეტიკომ“ მოლინაში 20 მილიონი ევრო გადაიხადა.
24 წლის სამხრეთ ამერიკელი „უდინეზეში“ 2020 წლიდან გამოდიოდა. მან გასულ სეზონში უდინელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.
მოლინას არგენტინის ეროვნული ნაკრებში 2021 წლიდან იწვევენ და მან 17 მატჩი ჩაატარა.





