ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სუპერლიგის „უმრენიესფორი“ დაამარცხა.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი გიორგი კუხიანიძის გატანილი გოლით მოიგო. შესვენების შემდეგ თავი თორნიკე ახვლედიანმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი არაბიძემ გამოიჩინეს.
„ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა: კვასხვაძე, სანდოხაძე, გოგლიჩიძე, შერგელაშვილი, გეგეჭკორი, კუხიანიძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, ბუღრიძე, ქავთარაძე, ახვლედიანი.
სათადარიგოები: ლაბაძე, ჰამზიჩი, შულაია, ვაჩიბერაძე, ქიმაძე, აბულაძე, ტაბატაძე, არაბიძე, გიგაური, ელბაქიძე.




