კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიამ“ ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდში ცენტრალური მცველი ვარლამ კილასონია დაბრუნდა, რომელიც გასული სეზონიდან მოყოლებული ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა, რომელიც მიმდინარე თვეში დატოვა. კილასონია მანამდე „სამტრედიაში“ 2019 და 2020 წელს თამაშობდა.
ამასთანავე, გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ „სამტრედიას“ მცველი ბაქარ მირცხულავა შეუერთდა, რომელიც 2020 წლიდან ქუთაისის „ტორპედოში“ ასპარეზობდა და კლუბიდან ამ თვეში გაუშვეს.





