კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე “რუსთავში” იაპონელი ლეგიონერი ითამაშებს. რუსთაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს 23 წლის გარემარბი იუტა ნაკანო შეიერთდა. ის საქართველოში ჩამოსვლამდე პორტუგალიის “პორტიმონენსეს” 23-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.
ნაკამოს რუსთაველთა რიგებში დებიუტი “იბერია 2010”-თან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.





