ლუკა გაგნიძე: „დინამო“ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია“

0
63

ლუკა გაგნიძისთვის მოსკოვის „დინამო“ ერთ-ერთ საუკეთესო კლუბია, რომელში დარჩენის იმედიც აქვს. მან ამის შესახებ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში შინ „ტორპედოსთან“ 4:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც 77-ე წუთიდან ითამაშა.
ლუკა გაგნიძე: „დღეს მხოლოდ 15 წუთი ვითამაშე, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი დროა. საუცხოო მატჩში ვმონაწილეობდი, რომელშიც გავიმარჯვეთ. ზახარიანის გოლი? საუცხოო დარტყმა იყო. ვფიქრობ, ეს გოლი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. არსენი შესანიშნავი მოთამაშე და ადამიანია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი აზრით, მასთან ერთად კიდევ დიდი ხანი ვითამაშებთ“.
-სმოლოვის დუბლის შესახებ რას იტყვი? ის რუსეთის საუკეთესო თავდამსხმელია?
-ჩემთვის ფიოდორის მსგავს ფეხბურთელებთან თამაში მნიშვნელოვანია. „დინამოში“ ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ სმოლოვი უდავოდ რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფორვარდია.
-გუნდში თავს კომფორტულად გრძნობ?
-„დინამო“ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს სეზონი საუცხოო იქნება. იმედია, რომ აქ დავრჩები.