გაგნიძის ზედიზედ მეორე მატჩი მოსკოვის „დინამოში“

0
52

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოში“ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მოსკოველები შინ თანაქალაქელ „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ და 4:0 სძლიეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თადარიგში იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
გაგნიძე „დინამოში“ შარშან გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“ გაატარა, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე, პოლონეთს მიაშურა და „რაკუვში“ ჩაირიცხა. ზაფხულში გაგნიძე მოსკოველებს დაუბრუნდა და ოფიციალურ შეხვედრაში მისი დებიუტი პირველ ტურში “როსტოვთან” შედგა. „დინამო“ 4 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.