„ვალენსიამ“, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი სტუმრად “მერსედეს ბენც არენაზე” გერმანიის „შტუტგარტთან“ ჩაატარა.
ვალენსიელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შეუცვლელად ათამაშა გიორგი მამარდაშვილი, რომლისთვის განვლილი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ „შტუტგარტმა“ 5:2 მოიგო, 44-ე წუთზე მამარდაშვილმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც კარიდან წი გასულმა ბურთი მოიგერია და ტიაგო ტომასს „ჩააბარა“, რომელმაც ერთი შეხებით თავს ზემოთ გადაუგდო, რის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა,. სხვათა შორის, მანამდე ერთ ეპიზოდში ქართველი გოლკიპერი კარიდან ძალიან არადამაჯერებლად გამოვიდა და „ვალენსია“ გოლის გაშვებას გადაურჩა.
ამასთანავე, მეორე ტაიმის დასაწყისში მამარდაშვილმა გოლის გაშვებისგან “ვალენსია” ვერც სილასის დარტყმის მერე გადაარჩინა.
