ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში შინ „ტრენჩინს“ შანსი არ დაუტოვა – 4:0. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძე ითამაშა, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:0 იყო და 82-ე წუთზე საგოლე პასი კუცკას გაუკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია „სლოვანის“ განაცხადში არ იყო. სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონ „სლოვანს“ 3 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
