„ნაპოლიდან“ საუკეთესო ბომბარდირი წავიდა

0
49

დრის მერტენსი „ნაპოლიდან“ წავიდა, რაც იტალიური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 35 წლის ბელგიელ თავდამსხმელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
მერტენსი „ნაპოლიში“ 2013-2014 წლების სეზონიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 397 მატჩში 149 გოლი გაიტანა. ის კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ახალი სეზონის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა.