გიორბელიძის და გაფრინდაშვილის მარცხიანი დებიუტი პოლონეთში

0
22

პოლონეთის ექსტრაკლასაში ორი ქართველი ფეხბურთელის გურამ გიორბელიძის და თორნიკე გაფრინდაშვილის დებიუტი შედგა.
ლუბინის „ზაგლებიე“, რომელსაც ორივე მათგანი სეზონის დაწყების წინ შეუერთდა, მეორე ტურში სტუმრად ვარშავის „ლეგიას“ შეხვდა და 0:2 წააგო. ვშოლეკმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მან დუბლი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ასევე სასტარტოში მყოფი გაფრინდაშვილი კი 85-ე წუთზე შეცვალეს. „ზაგლებიე“ 1 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.