თომაშვილი „რუსთავში“ ითამაშებს

0
76

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „რუსთავმა“ გამოცდილი მცველი გულვერდ თომაშვილი დაიმატა. 33 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა და გუნდის კაპიტანიც იყო. გარდა ამისა, ის გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“ და „ცხინვალში“ ასპრეზობდა.
თომაშვილის გარდა, „რუსთავის“ ახალწვეულები გაგა გაზდელიანი, გიორგი გოცაძე და ჯუმბერ გაზდელიანი არიანი.
ავქე გეტყვით, რომ რუსთავის საშინაო სტადიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს რის შესახებ კლუბის დირექტორმა ბაჩანა ცხადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მოხარულები ვართ, რომ დაიწყო და დასასრულს უახლოვდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი. ეს ეტაპი მოიცავს ბაზის, სასტუმრო და სასადილო კომპლექსის რეაბილიტაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა დახმარებითაც ხორციელდება ეს პროექტი.
სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ყოველდღიური მუშაობისთვის, რადგან ადმინისტრაციისთვისა და ფეხბურთელებისთვის უკვე ყველა პირობა შეიქმნება, რომ კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რაც ვფიქრობ, რომ გამოაცოცხლებს მთლიანად ქალაქს, ფეხბურთს და რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული, გუნდის სამომავლო გეგმები და სპორტული შედეგები. ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ნამდვილად უზრუნველყოფს კლუბის გამართულ ფუნქციონირებას“.