კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა ქობულეთის „შუქურამ“ მცველი ირაკლი ჯავახიშვილი დაიმატა. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდში 22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ჯავახიშვილმა თბილისის „მერანში“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში ასევე დუშეთის „არაგვში“ გამოდიოდა.
