„ლიონმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ მცველი ნიკოლას ტალიაფიკო შეიძინა, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის არგენტინელმა „ლიონთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ ამსტერდამელებმა 4,2 მილიონი ევრო მიიღეს.
ტალიაფიკო „აიაქსში“ 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 169 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
