ჯესი ლინგარდი კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ განაგრძობს. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს ამოეწურა. მან ნოტინგემელებთან ხელშეკრულაბ 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ლინგარდი „ნოტინგემ ფორესტში“ 10-ნომრიანი მაისუით ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნოტინგელემთა მე-11 ახალწვეული გახდა.
იგი „მანჩესტერში“ 2011-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 232 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
ლინგარდი სხვადასხვა პერიოდში იჯარით „ლესტერში“, „ბირმინგემში“, „ბრაიტონში“, „დერბი ქაუნთიში“ და „ვესტ ჰემში“ ასპარეზობდა.
