„აიაქსმა“ ბრობი „ლაიფციგიდან“ გამოისყიდა

0
34

ამსტერდამის „აიაქსმა“ თავდამსხმელი ბრაიან ბრობი „ლაიფციგიდან“ გამოისყიდა. ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 16,35 მილიონი ევრო გადაიხადეს და ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა ეს თანხა 19,35 მილიონამდე გაიზარდოს.
ბრობი „აიაქსთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის ამსტერდამელებში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბრობი „აიაქსის“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში ჰქონდა, ხოლო 2021 წელს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და გერმანიის „ლაიფციგში“ გადავიდა. მან ბუნდესლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ბრობი გასულ ზამთარში „აიაქსში“ იჯარით დაბრუნდა და 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღი. ახლა მან ამსტერდანელებთან სრულფასოვანი კონტრაქტი დადო.