ქობულეთის “შუქურამ” მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელი ბოლო 2 სეზონი ბათუმის “დინამოში” ირიცხებოდა, სადაც არ უთამაშია. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის აღზრდილია. ბათუმელებმა გუგეშაშვილი “შუქურაში” 2022 წლის სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.
შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული “შუქურა”, ახალი მთავარი მწვრთნელის რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით მომავალი სეზონისთვის მზადებას განგრძობს. ქობულეთელები ფოთში ვარჯიშობენ, სადაც 3 თებერვლამდე დარჩებიან, ხოლო 4-17 თებერვალს შეკრებას თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაივლიან. “შუქურას” მიზანი მომავალ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა.





