შენგელიას მარცხი სანკტ-პეტერბურგში

0
71

VTB საკალათბურთო ლიგის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” 68:81 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, 18 წუთი ითამაშა და ცსკა-ს 8 ქულა მოუტანა. შენგელიას ანგარიშზეა აგრეთვე ოთხი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა.
ცსკა-მ ყველა ტურნირში ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ პირველად წააგო. VTB ლიგაზე ცსკა-ს  რვა მოგება და სამი მარცხი აქვს.