ბრაზილიის ნაკრები – დანი ალვეში და კიდევ 22 ლეგიონერი

0
71

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს 28 იანვარს ეკვადორის, 1-ელ თებერვალს კი პარაგვაის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრებისთვის სელესაოს დამრიგებელმა ტიტემ 26 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგან მხოლოდ სამი ასპარეზობს ბრაზილიის კლუბებში. ტიტეს რჩეულთა შორისაა 38 წლის დანი ალვეშიც, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების ღირსება 119 მატჩში დაუცავს.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი);
მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა), ემერსონი (ტოტენჰემი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ალექს ტელესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედერ მილიტაო (რეალი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), მარკინიოსი (პარი სენ ჟერმენი), ტიაგო სილვა (ჩელსი);
ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), ფაბინიო (ლივერპული), ბრუნო გიმარაეში (ლიონი), ჟერსონი (მარსელი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა), ლუკას პაკეტა (ლიონი);
ფორვარდი: რაფინია (ლიდსი), ანტონი (აიაქსი), როდრიგო (რეალი), ეერტონ რიბეირო (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი), მატეუს კუნია (ატლეტიკო), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო).