თბილისის “ლოკომოტივი” კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდს მცველი გიიორგი გაბაძე, ნახევარმცველი დავით სამურკასოვი და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე დაემშვიდობნენ. ეს ინფორმაცია “ლოკომოტივის” პრესსამსახურმა გაავრცელა:
“გასულ სეზონში ლოკომოტივის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ გუნდი დატოვა.ბოლო სეზონში მან 12 გოლის გატანა შეძლო, ხოლო სულ მის ანგარიშზე 62 გოლია. სიხა,დიდი მადლობა უამრავი დადებითი ემოციისთვის.
სამურ, შეუფასებელია ის ერთგულება, სიყვარული და ემოციები რასაც წლების მანძილზე ერთად ვქმნიდით. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
“ლოკომოტივში გატარებული” 11 სეზონი. უამრავი ბრძოლა და თავდაუზოგავი შრომა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ბევრი გამარჯვება და ისტორიული შედეგები შენთან ერთად. გიორგი, დიდი მადლობა წლების განმავლობაში თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და ერთგულებისთვის”.







