თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა “საბურთალოში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გამარჯვებულის ვებგვერდმა დაადასტურა:
“ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა თბილისის “საბურთალოში” ჩაირიცხა. მხარეებმა მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ქარდავა ბოლოს დედაქალაქურ “დინამოში” თამაშობდა”.





