საქართველოს წლის საუკეთესო არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა. ეს GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.





