საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძე (კსუ) გახდა.ეს GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოვებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მან გამოკითხვაში ვახტანგ ჯვარაშვილს (“თელასი-ჯორჯიანსი”) და შოთა თოფურიას (“თელასი-ჯორჯიანსი”) აჯობა.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.





