კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წელს დაბრნებულ „გაგრას“ მესამე ფეხბურთელი დაემშვიდობა. სეზონის დასრულების შემდეგ გაგრელთა საუკეთესო ბომბარდირი თამაზ მაქაცარია გორის „დილაში“ გადავიდა, ხოლო მეკარე დავით კერესელიძემ თბილისის „დინამოს“ მიაშურა.
ამჯერად, გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდიდან 27 წლის მცველი გიორგი ჩადუნელი წავიდა. ის „გაგრაში“ 2020 წელს ჩაირიცხა და თუ შარშან 15 მატჩი ჩაატარა, წელს გუნდის მაისური 33-ჯერ მოირგო.




