ფერან ტორესმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა

0
52

„ბარსელონამ“ შემტევ ნახევარმცველ ფერან ტორესთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 21 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან ხელშეკრულება 2027 წლამდე დადო და მისი გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა. კლუბის ახალწვეულს 2022 წლის 3 იანვარს წარადგენს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ტორესის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 55 მილიონი ევრო გადაუხადა და ინგლისური კლუბს შეუძლია ბონუსის სახით კიდევ 10 მილიონი ევრო მიიღოს.
ტორესი „სიტიში“ 2020 წლის აგვისტოში „ვალენსიადან“ 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა.