„ბენფიკამ“ ჟორჟე ჟეზუში დაითხოვა

0
91

ლისაბონის „ბენფიკას“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუშუი დაითხოვეს. პორტუგალიური გრანდის ინფორმაციით, მწვრთნელთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ამის მიუხედავად, „ბენფიკა“ კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს მაინც გადაუხდის, ვიდრე 67 წლის სპეციალისტი ახალ სამსახურს მოძებნის.
ჟეზუში „ბენფიკაში“ მიმდინარე წლის ზაფხულში დაბრუნდა. პირველად ის ლისაბონელებს 2009-2015 წლებში ავარჯიშებდა და ძალიან წარმატებით. მაშინ, მისი ხელმძღვანელობით „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ერთხელ პორტუგალიის თასს დაეუფლა, ხოლო 4-ჯერ ლიგის თასს. გარდა ამისა, ლისაბონელები 2-ჯერ ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ.