ტიაგო მოტას „სპეციაში“ ჯამპაოლო შეცვლის

0
26

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპეციას“ 2022 წლის იანვრიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Calciomercato-ს ინფორმაციით ტიაგო მოტას ადგილზე მარკო ჯამპაოლო დაიკავებს. მხარეები წელიწადნახევრიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
მოტას 2022 წლის დასაწყისში გაუშვებენ, რადგან მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად 2021 წელს დათხოვნის შემთხვევაში იტალიის ნაკრების ექსნახევარმცველი კომპენსაციად 400000 ევროს მიიღებს.
54 წლის ჯამპაოლო გასულ სეზონში „ტორინოს“ ავარჯიშებდა. მას არაერთი იტალიური გუნდი გაუწვრთნია, რომელთა შორისაა – „მილანი“, „სამპდორია“, „ემპოლი“, „კალიარი“, „ბრეშა“, „კატანია“, „კრემონეზე“, „ჩეზენა“.
იტალიის ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, „სპეცია“ 16 ქულით მე-17 ადგილზეა.