თორნიკე შენგელიას ცხრა ქულა და მოგება VTB ლიგაზე

0
58

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ კრასნოიარსკის „ენისეის“ უმასპინძლა და 97:88 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 20 წუთი და 33 წამი დაჰყო. ამ სათამაშო დროის განმავლობაში შენგელიამ ცხრა ქულას, ოთხ მოხსნას და ორ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
VTB ლიგას 9 ტურის შემდეგ „სარატოვი“ ლიდერობს, ცსკა კი 9 მატჩიდან 7 გამარჯვებით მესამე ადგილზეა.
ცსკა მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს პირეოსში, ევროლიგის რეგულარული პირველობის ეგიდით “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.