„ფენერბაჰჩემ“ იოახიმ ლიოვს კონტრაქტი შესთავაზა

0
71

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იოახიმ ლიოვი მიიწვიეს, იუწყება ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
თურქულმა გრანდმა გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმება შესთავაზა და პასუხს უახლოეს პერიოდში ელოდება.
61 წლის ლიოვი ბუნდესნაკრებს 2006-2021 წლებში ავარჯიშებდა და 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით გერმანელები კონფედერაციათა თასს დაეუფლნენ, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მუნდიალზე ბრინჯაოს დაეუფლნენ და ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდნენ.
ლიოვისთვის „ფენერბაჰჩეში“ მუშაობა უცხო არაა, რადგან 1998-1999 წლებში სწორედ ამ გუნდს უძღვებოდა.