თბილისის „საბურთალომ“ სეზონის დასრულების შემდეგ 2 ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელის შემადგენლობაში გარემარბი ლაშა შინდაგორიძე და მცველი ნოდარ იაშვილი ითამაშებენ.
შინდაგორიძემ გასული სეზონის ბათუმის „დინამოში“ გაატარა. ის “საბურთალოს” რიგებში 2017, 2018 და 2019 წლებში გამოდიოდა 58 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
იაშვილნა ბოლო 3 წელიწადი თბილისის „დინამოში“ გაატარა. იგი „საბურთალოში“ 2014-დან 2018 წლის ჩათვლით ირიცხებოდა და 69 მატჩი ჩაატარა.





