პატრიკ ვიეირა ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ლონდონის „კრისტალ პალასს“ გაწვრთნის.
ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან როი ჰოჯსონი შეცვალა, რომელმაც გასული სეზონის დასრულების მერე თანამდებობა დატოვა.
ვიერია 2018 წლის 11 ივნისიდან 2020 წლის 4 დეკემბრამდე ფრანგულ „ნიცას“ წვრთნიდა, მაგრამ გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს.
„ნიცამდე“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი კაპიტანი „ნიუ იორკ სიტის“ ავარჯიშებდა – 2016-2018 წლებში.





