ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

0
35

რობერტ ლევანდოვსკი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ზამთრის შესვენებაზე წასვლამდე მიუნხენის „ბაიერნმა“ „ვილფსბურგი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან გოლები თომას მიულერმა, უპამეკანომ, ლეროი სანემ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.
პოლონელმა ფორვარდმა წელს ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 43-ჯერ აიღო და ლეგენდარული აწ გარდაცვლილი გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1972 წელს 42 გოლი მიითვალა. მან საერთო ჯამში 2021 წელს მოწინააღმდეგეები 69-ჯერ დაამწუხრა.
თომას მიულერმა ბავარიელთა მაისურით მე-400 შეხვედრა ჩაატარა. „ბაიერნმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ 7 თამაში მოიგო – 20 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა.