მექვაბიშვილის ორი შედეგიანი მოქმედება

0
15

ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში სტუმრად „კლუჟთან“ 3:2 მოგებულ დაპირისპირებაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე, როდესაც კრაიოველები 1:0 იგებდნენ, საგოლე პასი რადულესკუს მისცა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 56-ე წუთზე მექვაბიშვილმა გოლი უკვე ნსიბას გაატანინა. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატიას“ 10 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი