გიორგი გულიაშვილმა ამ სეზონში „სარაევოს“ მაისურით ბოსნიის ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი მიითვალა. მეორე ტურში სარაევოელებმა „რადნიკი“ მიიღეს და მართალია, მატჩს სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულა გადაარჩინეს.
„სარაევოს“ ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენა. მან 52-ე წუთზე ელეზის გაატანინა – 2:0, ხოლო 75-ე წუთზე შეცვალეს. „სარაევო“ 56-ე წუთისთვის 3:0 დაწინაურდა, მაგრამ 67-ე წუთიდან 83-ე წუთამდე 4 გოლი გაუშვა და ანგარიში მხოლოდ 87-ე წუთზე გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი





